ერეკლე2
Monday, May 8, 2017
Sunday, May 7, 2017
Monday, April 10, 2017
გიორგიევსკის ტრაქტატი
ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას
დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.
ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ჯარს რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოუძღოდა. ორი თვის შემდეგ 1784 წლის 17 იანვარს პოლკოვნიკმა ტამარამ ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სარატიფიკაციო სიგელი და ერეკლესთვის განკუთვნილი სამეფო ნიშნები ჩამოიტანა. 23 იანვარს ერეკლემ მას აუდიენცია გაუმართა და ეს ნიშნები საზეიმოდ ჩაიბარა. 24 იანვარს ერეკლემ თავის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა და მეორე დღეს, 25 იანვარს, ტრაქტატით გათვალისწინებული ფიცი მიიღო. საყოველთაო სახალხო ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. პოლკოვნიკი ბურნაშოვი აღწერდა თავის უშუალო შთაბეჭდილებებს — „თბილისელი ვაჭრები ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. ბევრგან მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ერთი სიტყვით, ხალხს სურდა, სიხარული გამოეხატა მის ბედში ასეთი სასურველი ცვლილების გამო“.ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში მყოფი ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. მართალია, მისი სუვერენიტეტი იზღუდებოდა, იგი ეკედლებოდა, ექვემდებარებოდა რუსეთს, მაგრამ არ იყო გაუქმებული მისი სახელმწიფოებრიობა, ე. ი. მაშინდელი საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, საქართველო რჩებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად საკუთარი შინაგანი და საგარეო პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებით. 1783 წლის ხელშეკრულებით რუსეთსა და ქართლ-კახეთს შორის მყარდებოდა მფარველობითი კავშირი პირველისადმი უკანასკნელის დაქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის* ნიშნებს ატარებდა, მაგრამ არსებითად კი იყო ორი არათანაბარი სიძლიერის სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურებოდა. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობის დარღვევა მეორეს უფლებას აძლევდა, უარი ეთქვა ურთიერთობის გაგრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებდა — ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ერთეულებად აქცევდა.
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნა. გენ. პოტიომკინი წერდა იმპერატორ ეკატერინე მეორეს: „საქართველოში მყოფმა პოლკოვნიკმა ბურნაშოვმა მაუწყა, რომ გენერალ პ. ს. პოტიომკინთან ხელშეკრულების დადების შემდეგ ქართველ დესპანთა დაბრუნებამ გეორგიევსკის ციხე-სიმაგრიდან აუწერელი სიხარული და კმაყოფილება მოუტანა მეფე ერეკლეს, რომ ამ ქვეყნის გამოჩენილი ადამიანები განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ, ხალხი კი ლოცავს თქვენს იმპერატორულ უდიდებულესობის მარჯვენას, რომელიც დაამტკიცებს, რომ მისთვის სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს“. 1783 წლის 20 აგვისტოს სიონის ტაძარში შეკრებილი ხალხის წინაშე გაიოზ რექტორმა წარმოთქვა ვრცელი სიტყვა, რომელშიც შესანიშნავი ორატორული ხელოვნებით დაახასიათა ერეკლეს მოღვაწეობა და მისი პოლიტიკური კურსი. იგი მსმენელებს აუწყებდა, რომ რუსეთთან დაკავშირებით ერეკლემ „დაამტკიცა საუკუნო მშვიდობა და მყუდროება ერისა თვისისა“.
ტრაქტატით გათვალისწინებული რუსთა ჯარი — ორი ბატალიონი — 1783 წლის 2 ნოემბერს შემოვიდა თბილისში. საზეიმოდ მორთული საქართველოს დედაქალაქი აღტაცებით შეხვდა საქართველოში რუსთა დამხმარე ჯარის შემოსვლას. ჯარს რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ბურნაშოვი მოუძღოდა. ორი თვის შემდეგ 1784 წლის 17 იანვარს პოლკოვნიკმა ტამარამ ეკატერინე II მიერ გამოგზავნილი სარატიფიკაციო სიგელი და ერეკლესთვის განკუთვნილი სამეფო ნიშნები ჩამოიტანა. 23 იანვარს ერეკლემ მას აუდიენცია გაუმართა და ეს ნიშნები საზეიმოდ ჩაიბარა. 24 იანვარს ერეკლემ თავის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა და მეორე დღეს, 25 იანვარს, ტრაქტატით გათვალისწინებული ფიცი მიიღო. საყოველთაო სახალხო ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. პოლკოვნიკი ბურნაშოვი აღწერდა თავის უშუალო შთაბეჭდილებებს — „თბილისელი ვაჭრები ქეიფობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქალაქის მოედანზე, სადაც დიდძალი ხალხი შეკრებილიყო. ბევრგან მუსიკის ჰანგები იფრქვეოდა, ერთი სიტყვით, ხალხს სურდა, სიხარული გამოეხატა მის ბედში ასეთი სასურველი ცვლილების გამო“.
Thursday, April 6, 2017
ერეკლე II
საქართველოს გაერთიანების მცდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პლატონ იოსელიანის მონათხრობის თანახმად, 1790 წელს, ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები და ქართლ–კახეთის სამეფოსთან, იმერეთის მიერთება შესთავაზეს. ერეკლემ, ხანგრძლივი თათბირის შემდეგ ამ წინადადებაზე უარი თქვა. დღეს ძნელია შეაფასო ერეკლეს ეს ნაბიჯი. აღმოსავლეთ საქართველოს ირანი თავის სახანოდ მიიჩნევდა, თურქეთი დასავლეთ საქართველოზე ბატონობდა, რუსეთიც არ იყო მომხრე ამ გაერთიანებისა. ერეკლეს უარის მიზეზი შესაძლოა ყოველივე ეს იყო, და არა დარეჯან დედოფლის ახირება, რათა იმერეთის ტახტი, მის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს, (შემდგომში სოლომონ II) დარჩენოდა.
ცოტა ხანში გაფორმდა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, ოდიშისა და გურიისა აღწერილი სამეუფეოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“. ამ ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II, იმერეთის მეფე სოლომონ II, ოდიშის მთავარი გრიგოლ დადიანი და გურიის მთავარი სიმონ გურიელი ერთმანეთთან კეთილი ურთიერთობის და მტრის წინაამღდეგ ბრძოლაში ურთიერთდახმარების სამხედრო ხელშეკრულებას დებდნენ. ტრაქტატის ძირითადი ფიგურა ერეკლე იყო
ერეკლეს შვილიშვილის, სოლომონ მეორის გამეფებით იმერეთში, ერეკლეს გავლენა დასავლეთ საქართველოში გაიზარდა. ერეკლე და სოლომონი ერთიან, ურთიერთშეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ.
რუსეთთან კავშირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ერეკლე II-ის სამეფო საბოლოოდ დაუკავშირდა რუსეთს, გაფორმდა 1783 რუსეთ-საქართველოს მფარველობითი ტრაქტატი, ერეკლე II-ს მიაჩნდა, რომ რუსეთის სახელმწიფო ხელს შეუწყობდა ქართლ-კახეთის სამეფოს შემდგომ წინსვლას და მის სამეფოს გარეშე მტრებისგან დაიცავდა, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვითარება მალე შეიცვალა, დიდი სახელმწიფოები გააქტიურდნენ და კვლავ დაიწყეს ბრძოლა ამიერკავკასიის დასაუფლებლად.
შეუძლებელია, დღეს განსაზღვრო შეინარჩუნებდა თუ არა ქართლ–კახეთის სამეფო დამოუკიდებლობას, რომ არ ყოფილიყო დადებული ტრაქტატი, ძნელია გაამართლო ან გაამტყუნო ერეკლე რუსეთთან კავშირის გამო. მალე გამოიხატა, რომ რუსეთი, ტრაქტატის თანახმად მიღებული ვალდებულებების შესრულებას არ აპირებდა. ქართლ–კახეთის სამეფოს რუსეთთან კავშირის კატეგორიული წინაამღდეგი იყო ირანი და ოსმალეთი, აგრესიით განეწყვნენ მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ევროპის ქვეყნებისთვისაც მიუღებელი იყო. თუმცა ერეკლეს მაინც ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი.
ერეკლე ხვდებოდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნას შეეძლო უზრუნველყო საქართველოს მომავალი წარმატებები. ქართული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწყობად სესხის აღებაც უნდოდა ევროპის ზოგიერთი ქვეყნისაგან, მაგრამ ევროპა, იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ მხარით. ევროპისკენ მიმავალ გზად კი ერეკლე რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა. აშკარა იყო რომ მეზობელი სამი დიდი სახელმწიფოდან, როგორებიც იყო თურქეთი სპარსეთი და რუსეთი, თითეული ცდილობდა დაეპყრო საქართველო. ისიც გამოიკვეთა, რომ საქართველოს დიდი ხნის თავისუფლება არ ეწერა. საქართველოს დამონებისათვის მიმდინარე ბრძოლაში საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა, რომელიც აგრესიით მოიწევდა ამიერკავკასიისაკენ და ჩანდა, რომ მის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა.
რუსეთთან კავშირის გამო აითვალისწუნა და გაწირა იმდროინდელმა გავლენიანმა სამყარომ აღმოსავლეთ საქართველო. ბედის მწარე დაცინვა კი ის იყო, რომ რუსეთი არამც თუ არაფერს აკეთებდა საქართველოს საკეთილდღეოდ,არამედ ხელს უწყობდა საქართველოს თვითმყოფადობის უნარის დაკარგვას, რათა შემდგომში მისი დაპატრონება არ გაჭირვებოდა.
Subscribe to:
Posts (Atom)